მარნეულის 25-ე და 57-ე უბნებში ხელახალი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, ყველა საჩივრის განხილვა კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება.
"მედიასაშაულებებით გავრცელებული ვიდეოების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მარნეულის ორი უბნის, 25-ე და 57-ე უბნის შედეგები გაუქმებულია. ამ ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს ჩატარდება. რაც შეეხება საჩივრებს, საარჩევნო კომისიები ყველას განიხილავენ, რომლითაც უფლებამოსილმა პირებმა მიმართეს, მაგრამ ეს საარჩევნო კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა მოხდეს", – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ორ უბანზე არჩევნების გაყალბების ამსახველი ვიდეომასალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა, რის შემდეგაც აღნიშნულ უბნებზე შედეგები ბათილად ცნეს. შსს კი გამოძიებას აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.