"პროკურორები და გამომძიებლები აქცენტს აკეთებენ ჩემს მიმართ, რომ მე ჩავიდინე ეს. მესმის, მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ, როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია, - განაცხადა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ დასრულდა.
ეს არის შესაძლო შემთხვევა და პირველ რიგში, ეს დასამტკიცებელია. იმის გამო, რომ ვერ ვიტირე ჩემი ორი კაცი - ჩემი შვილი და ქმარი სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემ ხელებში ისინი როგორც თბილები ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არ არიან. მე თავისუფლება რომ მდომოდა იმისთვის მენდომებოდა, რომ მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს არსად მიმალვა არ უცდია. მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა პირველ რიგში სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბრიგადებს, ვანიშნებდი საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად არ დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიმართლეს და შველას", - განაცხადა პაპიძემ პროცესზე.
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვა მოითხოვა.
"იმის გამო, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობის თაობაზე არდაკმაყოფილდა, მინდა ამ საქმის განხილვა საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოხდეს. მე არ მაქვს გამოცდილება არც მოსამართლესთან და არც ნაფიც მსაჯულებთან ურთიერთობის, თუმცა მინდა საზოგადოებამ განსაჯოს ჩემი, როგორც დედის და ქალის მდგომარეობა", - განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.
მაგდა პაპიძის განცხადების შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მოსამართლის თქმით, საქმეზე დაინიშნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.