ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილე აღნიშნეს.
ზვიად გამსახურდიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.
როგორც guardian.ge -ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბიბლიოთეკაში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინი“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში ანსამბლმა „კოლხეთმა“ სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“ შეასრულა, ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს. წიგნში რომლის შესახებ თავად ავტორმა, მწერალმა და მთარგმნელმა როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა, გამთლიანებულია სხვადასხვა დროს დაწერილი ორი თხზულება — „თუ საწუთრომან დამამხოს“ და „ძველი ხიბულას საიდუმლოება“ - რაც ერთიან ქმნილებად — ბიოგრაფიულ რომანად შეიკრა.
ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.