ვახტანგ ხმალაძე: ბოლო მოეღება სპეკულაციას იმ თემაზე, შეუძლიათ თუ არა "რესპუბლიკელებს" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება
31-03-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ვახტანგ ხმალაძე ამობს, რომ მისი პარტია არჩევნებამდე პარლამენტში და მთავრობაში კოალიციურ თანამშრომლობას განაგრძობს, ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლით, რაც "ქართული ოცნების არჩევანი იყო, დასრულდება ვარაუდების გამოთქმა, შეუძლიათ თუ არა "რესპუბლიკელებს" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება.

 

 

"გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო მივიღეთ. აშკარად იგრძნობოდა კოალიციის დომინანტი კომპანიონის, პარტია "ქართული ოცნების" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი. როგორც ჩანს, გარკვეული უხერხულობა ჰქონდათ მათ კოალიციურ პარტნიორებთან. მათი ეს სურვილი დღეს უკვე დადასტურდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჩნდებოდა ჩვენს შორის. მაგალითად რიგ საკითხებში განსხვავებული ხედვები გვქონდა. მთლიანობაში ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უმჯობესია არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო მოეღოს სპეკულაციას იმ თემაზე, შეუძლიათ თუ არა "რესპუბლიკელებს" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება.

 

 

არჩევნებამდე ჩვენ პარლამენტში და მთავრობაში გავაგრძელებთ კოალიციურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. გარდა ამისა, ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს და ამ პირობას შევასრულებთ. ჩვენი სამი მინისტრი აგრძელებს მუშაობას იმ სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი