[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები 2016 წლის არჩევნებამდე თანამდებობებს შეინარჩუნებენ, თუმცა მისი თქმით, მომავალში "ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა."
”პოლიტიკური დღის წესრიგი დღესდღეობით არ გვკარნახობს არანაირად, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა:
"ამ კუთხით, დღესდღეობით, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. თუმცა, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმ მცდელობის წარმატებაზე, რომ ჩვენ ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ ურთიერთობა - პარტიათა შორის ურთიერთობას ვგულისხმობ."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.