მე მირჩევნია, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან მოხდეს საპარლამენტო არჩევნებამდე, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლიმ.
"პროცედურა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვე, 8 თვე და ა.შ. არსებობს ვადები, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მე მირჩევნია საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს არჩევნებამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ არის საარჩევნო კამპანია, არის რუსული საფრთხე და უმჯობესია ვიზალიბერალიზაცია მოხდეს არჩევნებამდე. თუ არ მოხდა არჩევნებამდე და გადაიწია, თუ არჩევნები ცუდად ჩატარდება, ევროპარლამენტისთვის არ იქნება კარგი სიგნალი, თუმცა საქართველო მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. მე ვარ ამისთვის და ეს ნამდვილად მოხდება", - განაცხადა დოლიმ.
როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, ევროპული რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
"ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მათი პარტნიორი - საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიაც "ნაციონალური მოძრაობის" სახით, მუდმივად ხაზს უსვამს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას და იმას, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს რაც შეიძლება მალე მიეცეს.
"ამ კონტექსტში ვიტყოდი, რომ საქართველო იმსახურებს ჰქონდეს ევროპული მომავალი და ეს ცდება ვიზალიბერალიზაციას. ევროპაში შესვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა უნდა იქცეოდეს, როგორც ევროპული ქვეყანა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ ზუსტად ამას აკეთებს. დღეს ბურთი მათ მოედანზეა",- განაცხადა დოლიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.