დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ – ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში შემავალი სუბიექტების დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ "რესპუბლიკური პარტია" ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, საზოგადოების თვალის ახვევაა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში "რესპუბლიკურ" პარტიას მიჰყვება სხვა პარტიები.
"რესპუბლიკური" პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოიფიციალურად გაფორმდა კოალიცია "ქართული ოცნების" რღვევის დაწყება. მთელი ის საუბარი, რაც მოვისმინეთ კონსტრუქციაზე, თითქოს პარტია ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ საზოგადოების თვალის ახვევა. ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში და ნახევარი - ოპოზიციაში. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება და ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება "რესპუბლიკელების" კოალიციიდან მთლიან გასვლამდე. "რესპუბლიკურ პარტიას" მიჰყვება სხვა პარტიები. დღეს ჩვენ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება ვიხილეთ. ეს ბუნებრივია, რადგან "ქართულ ოცნებას" არანაირი ღირებულებითი ერთიანობა არ გააჩნდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" დაშლა, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება "ქართული ოცნების" საბოლოოდ ჩამოშორებით ხელისუფლებიდან, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.
"ჩვენი ამოცანა იქნება მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი მოუტანა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.