ნუკრი ქანთარია: თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ
31-03-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" მიერ დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე მღებული გადაწყვეტილების კომეტირებისას ამბობს, რომ "ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს", ხოლო თუ დავით უსუფაშვილი "ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ".

 


,,პარლამენტში სულ 12 პლენარული სხდომა დარჩა ჩასატარებელი. ვფიქრობ, ამ სხდომებს გავწევთ ერთიანი, უმრავლესობის რეჟიმში, თუმცა თვალშისაცემი იქნება განსხვავებები და საზოგადოება ამას დაინახავს. ხელოვნურად არაფრის შენარჩუნება არ ღირს. ბუნებრივი და ორგანულია ეს ყველაფერი. არაფერი არ არის იმაში დრამატული, რომ კოალიცია ამოწურავს ნელ-ნელა თავის თავს და ყველა თავის ბარგიბარხანით გაუდგება გზას, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ქანთარიამ.

 


დეპუტატის განმარტებით, "რესპუბლიკელებმა" თანამდებობები ჯერჯერობით უნდა შეინარჩუნონ.

 

 

,,ვფიქრობ, რომ უნდა შეინარჩუნონ მათ თანამდებობები, მაგრამ დანარჩენს, ალბათ, პრემიერი გადაწყვეტს. არ მიმაჩნია, რომ დღეს მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. შევხედავთ რა სტილს აირჩევენ ისინი. შეინარჩუნებენ თუ არა იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობითაც მოვედით ჩვენ და აქედან გამომდინარე გადაწყდება უკვე ეს საკითხი," – განმარტა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ შექმნის უხერხულობას, რომ პარლამენტში თავმჯდომარე ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი იქნება, ქანთარიამ ასე უპასუხა:

 


,,ჩვენ დავით უსუფაშვილი არ აგვირჩევია ,,რესპუბლიკელების" კვოტიდან გამომდინარე. ავირჩიეთ მისი თვისებებიდან გამომდინარე. არ მგონია, რომ მან ახლა დაიწყოს ვიწროპარტიული ინტერესების გატარება ამ დარჩენილ დროში. თუ ეს ტენდენცია შეინიშნება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ - როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს. ამას ვამბობ ხაზგასმით."

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი