საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით თბილისს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა
01-04-2016, 01:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა.

 

 

ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (საეიმა) თავმჯდომარემ ინარა მურნიეცესმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

შეხვედრაზე საეიმას სპიკერმა კიდევ ერთხელ დადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ინარა მურნიეცეს ლატვიელი კანონმდებლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გატარებულ მხარდამჭერ პოლიტიკაზე, რაც გამოიხატა ლატვიის პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა თუ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებაში. შეხვედრაზე ასვე ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში აქტიურ თანამშრომლობას.

 

 

მინისტრმა ლატვიელ პარლამენტარებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მალე მიეცემათ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ლატვია, როგორც მეგობარი ქვეყანა ამაყია საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით და მისი მხარდაჭერის მიმართულებით, ბევრი რამ გააკეთა ევროკავშირში ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. მინისტრმა ლატვიის საეიმას თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმების პროექტზე. მათ შორის საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მიმართულებით რეფორმების პროცესში გამოცდილების ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას.

 


შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, რომელიც სამაგალითო იქნება რეგიონსა და მის მიღმა. მან, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგს და მათ ჩართულობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით 2016 წლის 30-31 მარტს იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა ლატვიელ კოლეგასთან და ლატვიის პარლამენტში, ასევე მონაწილეობა მიიღო ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი