საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოს წარმომადგენელთა ბოლო ხელფასის 100% "ბერი ანდრიას ფონდში" მთლიანად გადაირიცხება.
შიხიაშვილმა საკრებულოში გასაცემი ხელფასის 300%-იანი პრემიების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
"ჩვენ არ ვაპრიებდით ამის გასაჯაროებას. სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწვეს, რომ საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობის ნაწილი ქვემლოქმედებაში, კერძოდ, სოლიდური სიმსივნის ბავშვებისთვის, მათი კვებისთვის, ხელფასის ნაწილს გასცემდა. ეს თანამშრომლობა არ დაწყებულა გუშინ, ამის შესახებ ის ხელშეკრულება გაცნობთ, რომელსაც გადმოგცემთ. ის 4 თვეა გრძელდება. საკრებულოს ბოლო ხელფასების 100% მთლიანად "ბერი ანდრიას ფონდში" გადაირიცხება, სადაც ადამიანებს თანადგომა სჭირდებათ. ამის ინიციატივა ჩემგან წამოვიდა და მას მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება"-განაცხადა შიხიაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ საკრებულო თავის მოვალეობას ასრულებს სრული დატვრითვით და ამას ღირსეულად ართმევს თავს.
"ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არასდროს გაცემულა დაუმსახურებელი პრემიები. საკრებულო თავის მოვალეობას ასრულებს სრული დატვრითვით და ღირსეულადაც ართმევს თავს. სწორედ ამის შედეგია, რომ აღარ ეძლევა საშუალება ზოგიერთ ვაჟბატონს 50 მილიონობით ლარი არამიზნობრივად გაფლანგოს"-განაცხადა შიხიაშვილმა.
მას მიაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო-ბიურო.
"ბიუროს სხდომაზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მიღებული პრემიებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე განაწილებული, როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომლებზე. ეს იყო მუდამ ასე. ამ შემთხვევაში, იქნა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა, დიფერენციანცია ხდება ადამიანების შორის და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამ ყველაფერს საკრებულო" - განაცხადა შიხიაშვილმა.
საკრებულოს მიერ გავრცელებული გუშინდელი ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის თვის ბოლოს ხელფასის 300% გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის 200%–იანი პრემიის გაცემა იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.