„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა ნათელს მოჰფენს იმას, თუ ვის მიმართ ექნება სიყვარული და მხარდაჭერა ქართველ ხალხს.
მისი თქმით, არჩევნებამდე „რესპუბლიკელები“ ფორმალურად დაიცავენ უმრავლესობაში შემავალი პარტიისთვის არსებულ წესებს, თუმცა გარკვეულ კანონპროექტებსა და საკითხებზე „ახლა, მით უმეტეს ძალიან მკვეთრად“ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას.
„ჩვენ გვექნება მცდელობა საკითხები პარლამენტში გადავწყვიტოთ იმ რეჟიმში, სადაც შესაძლებელია უმრავლესობა, გადაწყდება უმრავლესობით, ხოლო სადაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არც ადრე ვეთანხმებოდით და არ ვეძლეოდით ხმებს, ახლა მით უმეტეს ძალიან მკვეთრად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს. არავითარი ბლოკი არ იქნება, ყველა გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს და ერთხელ და სამუდამოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს იმაზე, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ, წავალთ სახლში, არაა პრობლემა,“ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.