გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ არის მოპოვებული და შექმნილი, - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გააკეთა.
"როგორც გამოძიებითაა დადგენილი, არც ერთი კადრი 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება იმის, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს", - განაცხადა ვასაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.