გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.
შსს-ს ინფორმაციით, ქალაქ მაინცში გიორგი მღებრიშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა და როგერ ლევენცმა ხელი მოაწერეს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმს", რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მზაობას, უფრო მჭიდრო გახდეს გერმანიასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც თქვენ კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში გვაწვდით. ორგანიზებულ დანაშულს არა აქვს საზღვრები და არც ეროვნება. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა იმ ტრაგედიამ, რაც ცოტა ხნის ბრიუსელში და უფრო ადრე, პარიზში მოხდა. ამ პრობლემის დასაძლევად მთავარია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და საპოლიციო თანამშრომლობა. მემორანდუმი, რომელიც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაფორმეთ, ჩვენს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარების საუკეთესო საფუძველია", - აღნიშნა რაინლანდ-პფალცმა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, გერმანიასთან იყოს მჭიდრო ურთიერთობა არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ, მიწების დონეზეც. დროა, ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო ქმედით ეტაპზე გადავიდეთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია, გამოცდილება და დანაშაულთან ბრძოლის საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ", - განაცხადა შს მინისტრმა.
რაინალდ-პფალცის შს მინისტრის მოადგილე გიუნტერ ქერნმა ქართული დელეგაციის წევრებს ფედერალური მიწის საპოლიციო სისტემისა და კრიმინალური სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეები, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე სამუშო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანში პოლიციის უმაღლეს სკოლას ეწვია. საქართველოს შს მინისტრს სასწავლებლის ხელმძღვანელმა ფრიდელ დრიუბენმა უმასპინძლა და ინსტიტუტის სწავლების სისტემა და მეთოდიკა გააცნო.
შეხვედრაზე პოლიციის უმაღლეს სკოლასა და შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"ჩვენ ცოდნითა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით უნდა დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რაც პოლიციის წინაშე დგას", - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილი ფრიდელ დრიუბენს საქართველოს შსს-ს აკადემიის საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.