გთხოვთ გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" ან "თავისუფალი დემოკრატების" თავყრილობაზე, - ასეთი განცხადებით მიმართა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, პარლამენტის ვებ-გვერდზე დღესვე დადოს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები – ვინ იყო პარლამენში, ვინ – არა, რატომ არ შედგა სხდომა და რატომ ვერ გაიმართა უშიშროების სამსახურის უფროსის მოსმენა.
"ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა. არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ფინქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა, ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-აქეთ, ვინ სწორად იქცევა და ვინ არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციაცა არ გადის - ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს," მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის პლენარული სხდომა 30 მარტს კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა, რის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.
მმართველი გუნდი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის მოისმენენ პარლამენტის პლენარული სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს. მოსმენა დღეს არ გაიმართება.
პარლმანეტის დღევანდელი სხდომა განმეორებითი კენჭისყრისას გაიხსნა. კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრა დღეს 2-ჯერ გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.