ეკა ბესელია "რესპუბლიკელების" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს: დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ
01-04-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და "რესპუბლიკური პარტიის" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

 


"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ. დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული, დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - ასე მიმართა ეკა ბესელიამ ნოდარ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან.

 


სესიაზე საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს, მეორე მოსმენით, ეკა ბესელია აცნობს.

 


ებანოიძემ შენიშვნები პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ბაღებში ასაკობრივ ჯგუფების შექმნას - ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით UNICEF-ის კვლევებით და დოკუმენტით "აღფრთოვანებული არ დარჩა", ბესელიას კი მიმართა, რომ ის ფსიქოლოგი არ არის.

 


"თქვენი ლოგიკა გავს იმას, თუ რატომ არის მე-3 კლასის ბავშვი მე-3 კლასელებთან და რატომ არ არის მე-5 კლასელებთან. ზუსტად ამას ამბობთ – მე რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ და რასაც ლაპარაკობთ, რომ არ ვარგა, ეს ორჯერ ორი ოთხია. თუ იმის მტკიცებას ვიწყებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი და მათი კვლევები არ ვარგა, ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო მაგ გაუგებარ ლოგიკას. რასაც ლაპარაკობთ ეს ჩემთვის არის გაუგებარი ლოგიკა", - მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი