ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული გიზო ღლონტი პროკურატურას გარკვეული დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს
01-04-2016, 07:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელძღვანელი გიზო ღლონტი პროკურატურას გარკვეული დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებს.

 


ღლონტმა პროცესზე აღნიშნა, რომ "სილქნეტთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შედგა საიჯარო ხელშეკრულება 21 წლის ვადით, სადაც წერია, რომ სახელმწიფო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის 24 წვერს, პრაქტიკულად, უფასოდ იღებს.

 


მისივე თქმით, ხელშეკრულებას თან ახლდა დანართიც, რომელიც განსაზღვრავდა 21 წლის შემდეგ "სილქნეტთან" თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობას, თუმცა ბრალდებულის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტაცია საქმეში არ დევს.

 


როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ კოლოსალური თანხები დაზოგა "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, "რომლითაც შესყიდულია 24 წვერი, აქედან 8 წვერით სარგებლობს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 16 წვერი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს".

 


"როდესაც გავიგე რა ფასად ემსახურება დელტაკომი სხვა უწყებებს, დავრწმუნდი, რომ ამ ხელშეკრულებით სახელმწიფო კოლოსალურ თანხებს დაზოგავს. ამაზე ინფორმირებული იყო ბატიაშვილიც, ქუმსიშვილიც და მთლიანად მთავრობაც. თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ არ დაიკითხა გეგეჭკორი, ალასანია, ხადური, ღარიბაშვილი?", - განაცხადა გიზო ღლონტმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი