თინათინ ხიდაშელი: ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების როტაციის შემდეგ საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება
01-04-2016, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი შემადგენლობა როტაციით მიემგზავრება, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის თქმით, იქ საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც მოხდება.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.

 


თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს მისიის წარმატებით შესრულება და საქართველოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

 


"ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიაში ყოფნას. ამჟამად, საქართველო ხუთი ოფიცრითაა წარმოდგენილი. აპრილის შუა რიცხვებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მორიგი როტაცია იქნება. ამ ბიჭების გამგზავრების შემდეგ მოხდება, სწორედ, საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებაც. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად დაუბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს. ისინი სულ რამდენიმე თვით მიდიან. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღარ არის რთული მისია. რისკები მინიმალურია. ვფიქრობ, მისია წარმატებული იქნება," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ.

 


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამხედრო კონტინგენტი ხუთკაციანი შემადგენლობით რამდენიმე დღეში გაემგზავრება. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ევროკავშირის მრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სწრაფი რეაგირება იქნება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივლისის ჩათვლით, მისიის დასრულების ბოლომდე დარჩებიან.

 


მრჩეველთა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ გაამახვილა ყურადღება.

 


"დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ჯგუფიც მაღალ დონეზე შეასრულებს ამოცანებს და ივლისში დაბრუნდება საქართველოში, როდესაც უკვე მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასრულდება. ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის პროცესის წევრები და 2014 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო მისიებში აფრიკაში. ახლაც, ჩვენი ერთი ოფიცერი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის მისიაში მალიში," - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

 


ქართველი ჯარისკაცების გადასროლასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკურ ხარჯს ფრანგული მხარე და ევროკავშირი ფარავს. ქართველი სამხედროების პირველი ჯგუფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მრჩეველთა მისიაში ჩასართავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს გაემგზავრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი