ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 936 388 ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავი წყალმომარაგებით 950 - მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები, აშენდება საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდება. სათავე ნაგებობის კეთილმოწყობის შემდეგ მოეწყობა წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი, მოხდება მისი შიდა დაქსელვა და აბონენტთა გამრიცხველიანება.
წყალსადენი სისტემის მოწყობით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტელი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.