დაბა ჩაქვში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით საბავშვო ბაღი შენდება. დღეს სკოლამდელი დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
როგორც guardian.ge -ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდა, რომელიც 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ინფარსტრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 439 000 ლრი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „ემტეემი“ აწარმოებს.
.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან პრიორიტეტს სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მხრივ ბევრი პროექტი განხორციელდა. გაიხსნა 4 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, ამ ეტაპისთვის 3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე დაგეგმილია კიდევ 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.