ტერორისტებისაგან მომდინარე საფრთხე, წამოიწყონ ბირთვული თავდასხმა, რაც „ჩვენს მსოფლიოს შეცვლის“, რეალურია, განაცხადა ბარაქ ობამამ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მსოფლიომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის კუთხით, განაცხადა მან ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში, მაგრამ ობამას თქმით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ ბირთვული იარაღის შეძენა „მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს“ წარმოადგენს.
სამიტზე 50-ზე მეტი სახელმწიფოა წარმოდგენილი.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ უკვე გამოიყენა ქიმიური იარაღი სირიაში.
„ეჭვგარეშეა, რომ თუკი ამ შეშლილ ადამიანებს ოდესმე ხელში ჩაუვარდებათ ბირთვული ბომბი ან ბირთვული ნივთიერებები, ისინი უდავოდ გამოიყენებენ მას იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოკლან,“ განაცხადა მან.
„ბირთვული ტერორიზმისაგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური გზა არის ის, რომ სრულად უსაფრთხო გავხადოთ ეს ნივთიერებები , რომ ისინი არასოდეს ჩავარდეს მცდარ ხელში.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.