გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი გარდაიცვალა. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გენშერი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც გარდაქმნა გერმანია, და სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც წვლილი შეიტანა გერმანიის ხელახლა გაერთიანებაში.
გენშერი ბონში საკუთარ სახლში გულსისხლძარღვთა უკმარისობით, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც „როიტერსი“ წერს იგი გერმანიის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომსახურე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
„გენშერმა შექმნა ისტორია და დაასვა თავისი დაღი ამ ქვეყანას,“ განაცხადა ქრისტიან ლინდერმა, გარდაცვლილი პოლიტიკოსის პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ ახლანდელმა ხელმძღვანელმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გენშერი „დიდ გერმანელად და დიდ ევროპელად“ მოიხსენია. მან თქვა, რომ გენშერი, „როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ჩვენი კონტინენტის მშვიდობიან განვითარების“ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფიგურა იყო.
„მისი ხანგრძლივი და აქტიური ცხოვრების განმავლობაში გენშერმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორია შექმნა, ჩვენი ქვეყნის, გერმანიის ისტორია, ისევე როგორც ევროპის ისტორია,“ განაცხადა შტაინმაიერმა. „გერმანიისა და ევროპის გაყოფის დასრულება მისთვის მთელი ცხოვრების ამოცანა იყო.“
„ჩვენ დღეს მოვედით თქვენთან იმის სათქმელად, რომ თქვენი გამგზავრება...“ - ეს არის ნახევარი წინადადება, რომელიც ჰანს დიტრიხ გენშერმა 1989 წლის 30 სექტემბერს პრაღაში, დასავლეთ გერმანიის საელჩოს შენობის აივნიდან წარმოთქვა ათასობით აღმოსავლეთ გერმანიის იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ და ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში, დასავლეთ გერმანიის საელჩოს წინ მდებარე ბაღში დაიდეს ბანაკი.
მოგვიანებით გენშერმა აღიარა, რომ ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური მომენტი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ეს იყო სიხარულის ცრემლები და ყიჟინა, რომელიც ძნელად წარმოსადგენი რამ იყო.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.