FBI -ს თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი ქლინთონის იმეილების განხილვა შეაჩერა
02-04-2016, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI)  თხოვნის საფუძველზე შეაჩერა შიდა განხილვის გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სათანადოდ იყო ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინთონის იმეილი გამოყენებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გადასაცემად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ წერს.

 


ქლინთონმა, 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა წამყვანმა კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ბოდიში მოიხადა 2009-2013 წლებში სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას მისი პირადი იმეილის სერვერის ოფიციალური საქმეებისთვის გამოყენების გამო და განაცხადა, რომ მას ამით არაფერი დაუშავებია.

 


29 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 22 იმეილს, რომელიც ქლინთონისგან გაიგზავნა ან მიღებულ იქნა, შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურების თხოვნის საფუძველზე საიდუმლო იმეილების კლასიფიკაცია მიენიჭა და არ გასაჯაროვდება, განსხვავებით მისი ათასობით სხვა იმეილისაგან. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გაგზავნისას არც ერთი იმელი არ ყოფილა აღნიშნული, როგორც „კლასიფიცირებული“.

 


„ფედერალური საგამოძიებო ბიურო დაგვიკავშირდა და აგვიხსნა, რომ ჩვენ უნდა მივდიოთ ჩვენს სტანდარტულ საპროცესო ნორმებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დროებით შევაჩეროთ ჩვენი შიდა განხილვა იმ დროის განმავლობაში, როცა კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო საქმიანობა მიმდინარეობს,“ განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ტრუდომ ჟურნალისტებს და დაამატა:

 


„ჩვენ ხელახლა შევაფასებთ შემდგომ ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სამუშაო დასრულდება.“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი