თბილისში, დიღმის დასაწყისში, დიდუბის გამგეობის წინ, 3D ფორმატში მოხატული ზებრახაზი გაჩნდა. დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის – „მოხატე უსაფრთხოება“ ფარგლებში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები გადასასვლელს გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ხატავდნენ.
city.kvira.ge-ს ინფორმაციით, პირველი კრეატიული ზებრა გადასასვლელი, რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზეც გამოჩნდა.ამგვარად შეუერთდა დიდუბის რაიონის გამგეობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
„ეს ყველაფერი დიდუბის გამგეობის შემოქმედებითი თანამშრომლების დამსახურებაა. 3D გამოსახულება მძღოლებს ზებრახაზებთან ავტომობილის შენელებისკენ უბიძგებს. მსგავსმა აქციებმა ყველა ქვეყანაში დიდი შედეგი გამოიღო. ჩვენთანაც ასე იქნება. დიდუბის გამგეობაში არ ეშინიათ სიახლეების, რაც განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ რამდენიმე კომპანია არის მზად, საქართველოში კრეატიული ზებრახაზები მოხატონ,“- აცხადებს ფოტორეპორტიორი გოგა ჩანადირი, რომელიც ამ პროცესს აქტიურად აშუქებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.