ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ - მიხეილ ჯანელიძე
02-04-2016, 02:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და არჩევნები ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობას არანაირად არ წარმოადგენს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისართან, დიმიტრი ავრამოპულოსთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ამ მიმართულებით ეს არის დადასტურება იმისა, იმ შრომისა, რომელიც საქართველომ გასწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან. ჩვენ განვახორციელეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვიზალიბერალიზაცია. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

ჯანელიძის თქმით, დღეს არ არის არანაირი მიმართულების რისკი, რომელიც ხელს შეუშლის ვიზალიბერალიზაციის მიღების გადაწყვეტილებებს.

  


"მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი შს მინისტრი იმყოფებოდა საფრანგეთში, ახლა იმყოფება გერმანიაში იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშნები ამ საკითხზე. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო დროულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას," განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   დავითი
      
ვიზალიბერალიზაცია კარგია მაგრამ ეს საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას არ გაზრდის? მაგალითისათვის ვინმე რო წავიდეს და პასპორტი ჩააბაროს ანუ საერთოდ ჩაბარდეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს და საერთოდ უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე. რა ზომებია ამის საწინააღმდეგოდ ჩადებული კანონში.
2 აპრილი 2016 02:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი