ავრამოპულოსი: ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს წინადადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ეს მოხდება ძალიან მოკლე ხანში
02-04-2016, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვფიქრობ, ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ეს მოხდება ძალიან მოკლე ხანში, - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

 

"როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეები ივლიან ბიომეტრული პასპორტებით, მათ აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა. მოქალაქეები შეძლებენ 90 დღის განმავლობაში ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურობას. ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას და ვიზალიბერალიზაციის წესებით შესაბამისი სარგებლობა ძალზე აუცილებელია. მე ვიცი, რომ მთავრობამ აღნიშნულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება დაიწყო. მე ველოდები იმ მომენტს, როცა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ტერიტორიაზე დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას ისევე, როგორც ევროკავშირის მოქალაქეები 2006 წლის 1 ივნისიდან. ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა.

 

 

მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას იმ ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა თვეებში და იმედი მაქვს, კიდევ დავბრუნდები თქვენს ქვეყანაში", - განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი