ავრამოპულოსი: რეფორმები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის გატარდა, ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისათვის
02-04-2016, 04:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეფორმები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის გატარდა, ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისათვის, - ამის შესახებ ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ძალზე მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ძალიან კარგი ევროპული და ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში - საქართველოში, რომელიც ძალზე სერიოზულ როლს თამაშობს რეგიონში. ნება მომეცით მადლობა გამოვხატო ჩემი კოლეგისა და თანამოსაუბრე გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. ჩვენ მანამდე შევხვედრივართ ერთმანეთს, ვიდრე ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დღესდღეობით იგი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და მადლობას ვუხდი მას ძალისხმევისთვის. მინდოდა პირადად გამომეხატა ჩემი მაღალი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რეფორმების გასაოცარი სერიებისთვის, 2012 წლის ივნისიდან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიშის შესაბამისად დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაო და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის საკითხში.

 

 

ჩვენი შეთავაზება იყო, რომ საქართველო გადაყვანილი იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება აქვთ შენგენის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ჩავიდნენ. ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ იმ ჭრილში, რაც გახლავთ ადამიანებს შორის ურთიერთობის გამყარება, ასევე სტიმულირება ბიზნეს, სოციალური და კულტურული კავშირების დამყარებისთვის საქართველოსა და ევროკაშირში", - აღნიშნა ევროკომისარმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი