გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცენდენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია
02-04-2016, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"მოხარული ვარ, რომ ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი თავისი პირველი ვიზიტით ეწვია საქართველოს - მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის რანგში. განსაკუთრებით მადლობელნი ვართ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა.

 

 

ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცენდენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა. ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის ხანმოკლე მგზავრობის ნებართვა და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ნებართვას მუშაობის თაობაზე.

 

 

"ამ პროცესში ჩვენ კვლავ გვაქვს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის, ბატონი ავრამოპულოსის მტკიცე მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რათა სათანადოდ ვიყოთ მზად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად. ასევე ევროკომისართან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე უსაფრთხოების კუთხით, რომელიც რეგიონში არსებობს და ხაზი გავუსვით კიდევ ერთხელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ მიმართულებით კოოპერაციის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც მთავრობის დღის წესრიგზე, ასევე ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს წლევანდელი არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი და მდგრადი პროცესია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი