იმედი გვაქვს, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მალე შედგება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ევროკომისრის დიმიტრი ავრამოპულოსის სტუმრობისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საპატრიარქოში თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო და მას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხში დახმარების თხოვნით მიმართა
"ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ საქართველო იყოს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების წევრი. ჩვენ მადლობლები ვართ რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის. საქართველოს სჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ არ გვაქვს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე და ჩვენთვის ეს დიდი ტკივილია. მე, 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს უძველესი ნაწილია.
ჩვენ გვაქვს ერთი თხოვნა თქვენთან. ამ პერიოდში მრავალი ქართველი ახალგაზრდა წავიდა ევროპაში და არალეგალურად ცხოვრობენ იქ. ეს ართულებს მათ ცხოვრებასაც და ჩვენს ცხოვრებასაც. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა სამშობლოში. ამ არალეგალებმა ლეგალიზაცია უნდა მიიღონ. თუ შესაძლებელი იქნება ეს გაკეთდეს, ჩვენ ძალიან მადლობლები ვიქნებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მართლმადიდებელი ადამიანი ბრძანდება", - განაცხადა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.