იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომში ე.წ სამხრეთ ოსეთის "ოფიციალური წარმომადგენლობის" გახსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"გავიგეთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თვითაღიარებული წარმომადგენლობის ოფისი მალე რომში გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები და გაერო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის ნაწილიცაა სამხრეთ ოსეთი და "ჟენევის მოლაპარაკებების" ფორმატში მოლაპარაკებების მცდელობებს საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის დიალოგის კონსოლიდაციას. ე.წ სამხრეთ ოსეთის ვერც "წარმომადგენლობა" და ვერც მისი ხელმძღვანელი დიპლომატიური სტატუსით ვერ ისარგებლებს იტალიაში"- აღნიშნულია იტალიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.