ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ქალაქის სკვერში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
გამგეობის ცნობით, სკვერში დაწყებულია პარკის შიდა კედლებისა და თავის მოპირკეთება ბაზალტის ფილებით, ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ცენტრალურ შესასვლელში ბაზალტის ფილის დაგება. ამის შემდეგ დაიწყება შადრევანთან ცენტრალურ შესასვლელში ბუნებრივი გრანიტის ფილებით კიბეებისა და პანდუსის მოპირკეთება, დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა.
სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 708 888 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.