ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე ხობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის მიხედვით, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წყალსადენის სისტემის დაქსელვისა და სათაო ნაგებობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის შედგენის მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა თანხა 60 000 ლარის ოდენობით.
საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი განკარგულების პროექტი „ქ. ხობში ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“.
საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ".
პროექტის მიხედვით, სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს დანიშნულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობები განისაზღვრა.
საკრებულოზე ასევე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა ქაჯაიას ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულომ გამგეობის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.