მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს.
როგორც სომხური მხარე ახადებს, კონფლიქტის ზონაში 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ყველაზე მეტად ვითარება სწორედ ახლა დაიძაბა. სომხური მხარე აშშ-ის, რუსეთს და საფრანგეთს მოუწოდებს შუამავლობისკენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი შეშფოთებულია სამხედრო ქმედებების განახლების გამო, და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.