ევროკომისარი: მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება
02-04-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში მხარდაჭერისა და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის, რისი დასტურიცაა მისი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიურად შეაფასება და მიმდინარე წლის 9 მარტს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მიზნით საკანონმდებლო პროცესის ინიცირება.

 

 

ევროკომისარის ინფორმაციით, მომდევნო კვირიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის განხილვები დაიწყება როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და გააძლიერებს ძალისხმევას იმისათვის, რათა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება დროულად დასრულდეს.

 

 

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის სანდო პარტნიორია, რასაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და მუდმივი ძალისხმევა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებზე და მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ეს ევროკომისარის პირველი ვიზიტია საქართველოში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ევროინტეგრაციის პროცესში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი