ავრამოპულოსი პატრიარქს: თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ სახელმწიფოს ერთიანობაში და პატივისცემით სარგებლობთ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც
02-04-2016, 07:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

 

 

ევროკომისარი პატრიარქს როგორც საბერძნეთის მოქალაქე და მართლმადიდებელი მიესალმა და მადლობა გადაუხადა უწმინდეს საპატრიარქოში დელეგაციის წევრებთან ერთად მისი მიღებისთვის.

 

 

ევროკომისარმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის შემდეგ, ამ თვალსაზრისით უკვე ბოლო სტადიაზე იმყოფებიან.

 

 

"საქართველოს ღრმა ფესვები აქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, ის არის ევროპული თავისი კულტურითა და ისტორიით. საქართველოს ეკლესიას თქვენი წინამძღოლობით და ძველ დროსაც ასე იყო, ძალიან ძლიერი კავშირები ჰქონდა ევროპასთან. მე ვარ აქ იმისთვის, რომ კარგი ამბავი გითხრათ. გასული თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა მომზადებულიყო საფუძვლები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესახებ. ჩვენ ახლა ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს ევროკომისიამ შესთავაზა მიიღოს ჩვენი მოხსენება. ასე, რომ ძალიან მალე საქართველოს ექნება ვიზალიბერალიზაცია და ეს იქნება ახალი რეალობა საქართველოსთვის, როდესაც მისი მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე მოგზაურობას ევროპაში.

 

 

საქართველო მარტო არ არის. ევროპა მის გვერდით დგას და ვცდილობთ იმ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არსებობს. ჩვენ არასდროს არ უნდა ურვყოთ, ის ძლიერი და მჭიდრო სულიერი კავშირები, რაც საქართველოსა და ევროპას შორის არსებობს", - აღნიშნა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

 

 

ევროკომისარმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი, როგორ დიდ პატივს სცემენ პატრიარქს.

"თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ის საქმიანობა, მოგემზადებინათ გზა, რათა საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ეს არის არა მარტო სტრატეგიული, არამედ სულიერი პერსპექტივაც თქვენი ქვეყნისთვის. საქართველომ უახლოეს წარსულში ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა და ბევრი გასაჭირი ჰქონდა. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას პროგრესისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის.

 

 

თქვენ ძალიან დიდი როლი გაქვთ სახელმწიფოს ერთიანობაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობთ არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული რელიგიური წინამძღოლი ქრისტიანობაში და მე ამას ვამბობ როგორც მართლმადიდებელი და როგორც ძმა", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი