დავით ნარმანია: თბილისელები აქტიურად ითხოვენ იმას, რომ ტაქსების სფეროში არსებული განუკითხაობა მოწესრიგდეს
02-04-2016, 08:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინიმალურად აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ეტაპობრივად მდგომარეობა მოვაწესრიგოთ ტაქსების სექტორში, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტაქსებზე რეგულაციების შემოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

 

 

"მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანები, რომლებიც ტაქსებზე მუშაობენ, ტექნიკურად გამართულები იყვნენ, ამიტომაც ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება იქნება შემოღებული, ამ პერიოდისთვის მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ავტომანქანები ერთი მხრივ, ტექნიკურად გამართულები იყვნენ, მეორე მხრივ კი, სალონში იყოს ნორმალური მდგომარეობა, რათა მგზავრობა იყოს კომფორტული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერის თქმით, ყველა ტაქსი უნდა იყოს აღრიცხული და უნდა არსებობდეს ინფორმაცია, თუ ვინ მართავს ამა თუ იმ ტაქსს.

 

 

"მოთხოვნა იქნება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, როგორიცაა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ და ა.შ. ანუ მინიმალური აუცილებელი რეგულაციებით დავიწყებთ, რათა ერთი მხრივ, ეტაპობრივად მდგომარეობა მოვაწესრიგოთ და მეორე მხრივ, სოციალურად ეს არ არ აისახოს იმ ადამიანებზე, რომელთათვისაც დღეს ტაქსის მძღოლობა ერთადერთი შემოსავალია. ამიტომ ვიმუშავებთ არა ხისტად, არამედ ეტაპობრივად იმისთვის, რომ ეს სექტორი მოვაწესრიგოთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ექსპერტები და სპეციალისტები საკითხზე მუშაობას აგრძელებენ და დამატებითი საკითხების დაზუსტების შემდეგ უკვე ფართო სამსჯავროზე გამოვა აღნიშნული საკითხი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი