საქართველოს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო - „ატომები მშვიდობისათვის“ გადაეცა. საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა ქვეყნის ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.
მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს დელეგაციის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდნენ.
ბირთვული ინდუსტრიის სამიტი წარმოადგენს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებას, სადაც არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობით განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სტრატეგიული ბირთვული და რადიოლოგიური მასალების გამოყენება, შენახვა და ტარნსპორტირება, ასევე, კიბერ საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები. მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიიღო. ჯილდო „ატომები მშვიდობისათვის“ 2016 წლის ბირთვული ინდუსტრიის სამიტის ფარგლებში მსოფლიოს 17 სახელმწიფოს გადაეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.