დავით სერგეენკო: პირადად მე წელიწადნახევრის განმავლობაში პრემია არ ამიღია
19-06-2014, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მასმედიის წარმომადგენლებთან საუბარში საკრებულოს წევრთა პრემიების საკითხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ არსებობს მყარი არგუმენტი, თუ "რატომ აიღეს ამდენი" საჯარო მოხელეებმა.

 


"დავიწყოთ ჯანდაცვის სამინისტროს პრემიების საკიხით. მე ძალიან ვეცადე და მგონი შევასრულე, რომ პრემია, რომელიც აქამდე მოიაზრებოდა როგორც სახელფასო დანამატი, შედეგზე დაფუძნებულ სისტემაზე გადავყვანე. ანუ პრემიას იღებს ის, ვინც დაადასტურებს, რომ თვის განმავლობაში მართლაც კარგად შეასრულა თავისი საქმე. პირადად მე წელიწადნახევრის განმავლობაში არ ამიღია პრემია, რადგან არ ვთვლი, რომ არაჩვეულებრივად გავაკეთე ჩემი საქმე,"- განაცხადა დავით სერგეენკომ დღეს, (19 ივნისი, 2014) გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგი საკრებულოში პრემიების გაცემის სისტემას არ იცნობს, მაგრამ იმედს გამოხატავს, რომ საკრებულოს მყარი არგუმენტი აქვს, "თუ რატომ აიღეს ამდენი."

 

 

"მთვარობის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს და ძალიან მალე გვექნება უნიფიცირებული სისტემა სახელმწიფო მოხელეების პრემირების შესახებ, მკაცრად გაწერილი პროტოკოლით."

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი