ათეულობით ადამიანია მოკლული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი შეტაკებებისას
03-04-2016, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ათეულობით ადამიანია მოკლული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამის შესახებ BBC წერს.

 


სომხეთის განცხადებით, ბრძოლებში 18 ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცია მკვდარი, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი მსხვერპლია.

 


აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ 12 სამხედრო პირი დაკარგა. დაუდასტურებელი ცნობით, ორივე მხარეს, სამოქალაქო პირებს შორისაც არიან გარდაცვლილები.

 


მთიანი ყარაბაღი, 1994 წელს ომის დასრულების შემდეგ, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტების ხელშია.

 


რუსეთმა, რომელიც ორივე მხარეს ჰყიდდა იარაღს, მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და თავშეკავებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

 


აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს დიდი კალიბრის საარტილერიო და ჭურვ-სატყორცნი მოწყობილობიდან ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მათ ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გორაკი და სოფელი აიღეს, რასაც სომხური მხარე უარყოფს.

 


სომხეთის მთავრობის განცხადებით, აზერბაიჯანმა ტანკებით, არტილერიითა და ვერტმფრენებით „მასობრივი თავდასხმები“ წამოიწყო.

 


ყარაბაღში სომხების მიერ მხარდაჭერილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 12 წლის ბიჭი მოკლეს და 2 ბავშვი კი დაჭრეს.

 


„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სიტუაციის დასამშვიდებლად და განსამუხტად ტელეფონით ესაუბრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს - სეირან ოჰანიანს და ზაქირ ჰასანოვს.

 


აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლები 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ის 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა და 1994 წლამდე, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე, მსხვერპლი 30 000 ადამიანი იყო.

 

 

რეგიონი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს მაგრამ ეთნიკური სომხების მიერ კონტროლდება, მას შემდეგ თავის საქმეებს სომხეთის სამხედრო ძალებითა და ფინანსური რესურსებით მართავს, შეტაკებები კი პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი