თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების "შეხების ხაზზე".
სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მომუშავე შუამავლების ქმედებები გააკრიტიკა. ამის შესახებ "ანადოლუ" იუწყება.
"სამწუხაროდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების უმოქმედობამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხში იმ სურათის წინაშე დაგვაყენა, რომელსაც ახლა ვუყურებთ. ამ ჯგუფს სამართლიანობის და კონკრეტული შედეგების უზრუნველყოფის მიზნით რომ ემოქმედა, არსებული ვითარება არ გვექნებოდა" , - განაცხადა ერდოღანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.