დიმიტრი ქუმსიშვილმა კურორტ "გოდერძიზე" საინვესტიციო ფორუმი გახსნა
03-04-2016, 02:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კურორტ "გოდერძიზე" საინვესტიციო ფორუმი გახსნა.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს ინფორმაციით, მათი ინიციატივით გამართულ ფორუმში 60-ზე მეტმა ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა. საინვესტიციო ფორუმი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებით ჩატარდა.

 


ფორუმის მონაწილეებს კურორტის საინვესტიციო შესაძლებლობები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პირადად გააცნო. მისი განცხადებით, უკვე მომზადდა გოდერძის განაშენიანების გენერალური გეგმა, რაც აღნიშნული კურორტის სწორად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

 


დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით კურორტ გოდერძიმდე მისასვლელი გზის აღდგენას ითვალისწინებს, რაც სამთო კურორტზე მისვლას პოტენციურ დამსვენებლებს მნიშვნელოვნად გაუიოლებს. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, განაშენიანების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტ გოდერძიზე საწოლი ადგილების რაოდენობა 3 500-მდე უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.

 


"კურორტი ოფიციალურად 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა, დღეს კი 2 აპრილია და ჯერ ისევ მწყობრშია სასრიალო ტრასები და სრიალის მოყვარულებს შეუძლიათ სრულფასოვნად დაისვენონ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში. საბოლოო გეგმის მიხედვით, გოდერძის კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. "ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინვესტორებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იმისათვის, რომ ამ სეზონზე მოხდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა, რათა დაიწყოს სასტუმროების მშენებლობა", - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


დღეს გოდერძიზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი