არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მედიასთან გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ში "მოქალაქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
"შეხვედრა რამდენიმე დღით გადაიდო, ამის მიზეზი გრიპის ვირუსი გახდა და პრესკონფერენცია ბიძინა ივანიშვილის გამოჯანმრთელებისთანავე გაიმართება" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრას ხვალ გეგმავდა, სადაც მას მის მიერ ცოტა ხნის წინ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის გეგმებზე, მიზნებსა და ხედვებზე უნდა ესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.