აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებიდან სამხედრო დარეგულირებაზე გადავიდეს.
ეს განცხადება რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ ოღლიმ რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს ეთერეში გააკეთა.
"ჩვენ მზად ვართ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მაგრამ მშვიდობიანი გზით თუ არ გადაწყდა, მაშინ სამხედრო გზას მივმართავთ",
- განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21% სომხეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.