სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილია, ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ,
- განაცხადა დღეს მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას.
"დღეს ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო.
მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს საქართველოში",
- აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
ილია მეორის თქმით, 17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. პატრიარქის განმარტებით, აღნიშნული წამლები, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.