„ეროვნული ფორუმის“ კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში გუბაზ სანიკიძე თანამდებობის დატოვებას გეგმავს
03-04-2016, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი "ეროვნული ფორუმის" ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, მე თანამდებობას დავტოვებ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

 

"ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი.

 

მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია.

 

კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ", - აღნიშნა სანიკიძემ. მისივე შეფასებით, კოალიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული არ არის და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

 

გუბაზ სანიკიძე ყრილობაზე წარადგენს ანგარიშს, სადაც შეაფასებს ხელისუფლების საქმიანობას და ასევე კოალიციის ფორმატში "ეროვნული ფორუმის" საქმიანობას.

 

ყრილობის მონაწილე დელეგატებმა 2 საკითხზე უნდა გასცენ პასუხი – უნდა დატოვოს თუ არა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციის შემადგენლობა და როგორ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

 

ყრილობა მედიისთვის დახურულია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი