ჩვენი განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებები, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად არ უნდა იქცეს, -განაცხადა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ.
შარტავამ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის, უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს.
"არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შვასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი – არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა შარტავამ.
ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის მთავარი თემა "ეროვნული ფორუმის" კოალიციის შემადგენლობაში დარჩენა-არ დარჩენის და 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხია.
ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.