ქობულეთში სკოლებს შორის 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი დასრულდა. დღეს შიდა შესარჩევი ტურნირის დასკვნითი შეხვედრა მინი ფეხბურთში გაიმართა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პირველი ადგილი მესამე საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილები სოფელ ქობულეთისა და ბობოყვათის სასკოლო გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სიგელებითა და თასებით დაჯილდოვეს.
სასკოლო ოლიმპიადის შიდა შესარჩევი ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ფრენბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში ეტაპობრივად ჩატარდა. ტურნირის შედეგად გამარჯვებული გუნდები 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალურ თამაში მიიღებენ მონაწილეობას.
ქობულეთში სპორტული ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.