აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში არსებულ ვითარებაზე განცხადება გააკეთა.
"სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელა", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა "მტერს თავისი ადგილი მიუჩინა და ღირსეულად უპასუხა".
"ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ოპერაცია პროვოკაციაზე საპასუხოდ ჩატარდა, ჩვენ დიდ სამხედრო გამარჯვებას მივაღწიეთ.
მინდა მივულოცო ჩვენს არმიას და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს.
დარწმუნებული ვარ, რომ მტრის პროვოკაციები არც მომავალში დარჩება უპასუხოდ. აზერბაიჯანის არმიას ეს შეუძლია", - განაცხადა ალიევმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.