ჩვენ ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ, ვინაიდან დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
"ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს", - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.