”თითოელ ჩვენს პარტნიორს თუ ყოფილ პარტნიორს, ბოლომდე აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავიღეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამ საპარლამენტო სესიას ერთად დავხურავთ”, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
”თავისთავად ცხადია, პოლიტიკური კონკურენცია გაიზრდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თუმცა, მე მჯერა ჩვენი პარტნიორების, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან”, - აღნიშნა დეპუტატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.