კეთილი სურვილი უფროა, რომ საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, ვიდრე ამის წინაპირობა დღესდღეობით არსებობს - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
"ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, რომ მოვუწოდოთ, ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ მშვიდობის მხარდასაჭერად და თუ წინაპირობები შეიქმნა ეს უფრო კეთილი სურვილია, რომ საქართველოს ტერიტორია ყოველთვის მზად იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკებები მიიღოს. აქეთკენაც მიდის საქმე. სასურველია, რომ ესკალაცია შეჩერდეს, საკმაოდ რთული ვითარებაა დღესდღეობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაძაბულობა მოლაპარაკებების ფორმატში გადაინაცვლებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.